Sunday, September 20, 2015

მე-9 დღე

რა ბედნიერებაააა! ჩემი 9 დღის ნამუშევრებს თავი მოვუყარე და ტრენერს წარვუდგინე. კიდევ მივიღე  რჩევა. მოვამზადე პორტფოლიო. მინდოდა  მისი ჯგუფთან წარდგენა ეფექტური გამოსულიყო. პორტფოლიოების შეფასებისას  ვეცადე ჩემი უკუკავშირი კოლეგებთან ყოფილიყო კონსტრუქციული. ინტელის ამ კურსით უზომოდ კმაყოფილი ვარ. იშვიათად ვაკეთებდი პროექტს და ვგრძნობდი, რომ ეს ის არ იყო, რაც უნდა მეკეთებინა. ახლა  უკვე სინათლეა ჩემს გონებაში პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. მრცხვენია, მეხუთე კლასში რომ ავიღე თემა. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ პროექტს მეთერთმეტე კლასში. უღრმესი მადლობა გვანცა. რომ არა შენი ასეთი კოლეგიალურობა,მოთმინება და ენერგია, ამას ვერ მივაღწევდი. მადლობა ინტელს.

Saturday, September 19, 2015

მე-8 დღე

სასიამოვნო დღე იყო.არ დავღლილვარ. ვიმსჯელეთ იმაზე,თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩვენი სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის პროდუქტიულობის გაზრდისთვის. ამავე დროს დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია დავალების გასაგებად მიწოდება, საუკეთესო შედეგის მისაღებად.

Wednesday, September 16, 2015

მე-7 დღე

გვანცა დავღალე. მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში ყველაფერი კარგად მქონოდა, ბევრი სასარგებლო შენიშვნა მივიღე. დღეს საკუთარ როლს დავუბრუნდი და  მოსწავლის  ნაშრომისთვის შევადგინე შეფასების გეგმა.ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე.ამან საშუალება მომცა ნაშრომი გამეუმჯობესებინა,ამავე დროს შეფასების სტრატეგიებიც. პროექტის გეგმის პროცედურულ გაწერაშიც რაღაცეები შევცვალე. დამხმარე მასალების მეშვეობით გავითვალისწინებ მოსწავლეთა სპეციალურ საჭიროებებს. შექმნილი რესურსები მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება.მადლობა გვანცა.

Friday, September 11, 2015

მე-6 დღე

ძალიან რთული დღე იყო. დავიღალე. თანამედროვე მოსწავლის როლის თამაში გამიჭირდა. ტრენერის დიდმა ძალისხმევამ მაპოვნინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის გზა. კარგად მივხვდი, როგორ შევძლო მოსწავლეების მხრიდან სასწავლო მიზნების მიღწევა. განვიხილეთ ერთმანეთის ნაშრომები, შევაფასეთ და გამოვთქვით მოსაზრებები. პროექტის გეგმაში საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა.

Tuesday, September 8, 2015

მე-5 დღე

ყოველი მომდევნო ტრენინგი ბევრად მეტ სიახლეს მოიცავს.რეფლექსიის დასაწერად აზრების კონცეტრაციაც ცოტათი რთულია და მაპატიეთ არათანმიმდევრულობისთვის. შეფასების გეგმაში შევცვალე  ერთ-ერთი მეთოდი და შესაბამისი ინსტრუმენტი. გაკვეთილის წარმართვის პროცესში უკუკავშირის ფორმებს გავეცანი,ვაკეთებდი გაკვეთილზე მაგრამ ამას სახელს ვერ ვარქმევდი.გავიგე რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ ურთიერთობა გაკვეთილის თემის დროულად მომზადებისთვის.ვისწავლე სსწავლო პროცედურების გაწერა

Monday, September 7, 2015

მე-4 დღე

დავალებაში რაღაც-რაღაცეების შეცვლა მომიწია.სამაგიეროდ კარგად მივხვდი როგორ შევარჩიო პროექტის თემასთან დაკავშირებული კითხვები. შეფასების გეგმამ ცოტა დამაბნია,მაგრამ  სქემის განხილვის შემდეგ მეთოდების და ინსტრუმენტების გამიჯვნამ
 მიმახვედრა , რომ თითოეულ მეთოდს თუ სწორად შევუსაბამებ ინსტრუმენტს, პროექტის  შეფასება იქნება სრულყოფილი.

Saturday, September 5, 2015

დღე 3

გეგმის შაბლონის შევსებაზე მუშაობისას დამეუფლა იმის შიში,რომ ვერაფერს შევძლებდი,რთულად მომეჩვენა.მითუმეტეს მაშინ,როცა  გადავედით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.ტრენერმა საკმაოდ კარგი ხერხი აირჩია იმისთვის რომ ჩვენთვის ადვილად გასაგები და ნათელი ყოფილიყო და შედეგიც დავანახეთ.მივხვდი რა არის თემატური,ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.ვნახე ნიმუშები ამ კითხვების დასასმელად.აქვე შევძელი პროექტის თემის შესაბამისი ზოგადი კითხვის დასმა.სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას დავალებაზე.