Sunday, September 20, 2015
მე-9 დღე
რა ბედნიერებაააა! ჩემი 9 დღის ნამუშევრებს თავი მოვუყარე და ტრენერს წარვუდგინე. კიდევ მივიღე რჩევა. მოვამზადე პორტფოლიო. მინდოდა მისი ჯგუფთან წარდგენა ეფექტური გამოსულიყო. პორტფოლიოების შეფასებისას ვეცადე ჩემი უკუკავშირი კოლეგებთან ყოფილიყო კონსტრუქციული. ინტელის ამ კურსით უზომოდ კმაყოფილი ვარ. იშვიათად ვაკეთებდი პროექტს და ვგრძნობდი, რომ ეს ის არ იყო, რაც უნდა მეკეთებინა. ახლა უკვე სინათლეა ჩემს გონებაში პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. მრცხვენია, მეხუთე კლასში რომ ავიღე თემა. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ პროექტს მეთერთმეტე კლასში. უღრმესი მადლობა გვანცა. რომ არა შენი ასეთი კოლეგიალურობა,მოთმინება და ენერგია, ამას ვერ მივაღწევდი. მადლობა ინტელს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment