Wednesday, September 16, 2015
მე-7 დღე
გვანცა დავღალე. მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში ყველაფერი კარგად მქონოდა, ბევრი სასარგებლო შენიშვნა მივიღე. დღეს საკუთარ როლს დავუბრუნდი და მოსწავლის ნაშრომისთვის შევადგინე შეფასების გეგმა.ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე.ამან საშუალება მომცა ნაშრომი გამეუმჯობესებინა,ამავე დროს შეფასების სტრატეგიებიც. პროექტის გეგმის პროცედურულ გაწერაშიც რაღაცეები შევცვალე. დამხმარე მასალების მეშვეობით გავითვალისწინებ მოსწავლეთა სპეციალურ საჭიროებებს. შექმნილი რესურსები მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება.მადლობა გვანცა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment